რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სოფლის მეურნეობის მინისტრს, დიმიტრი პატრუშევს რუსული წარმოების სასმელის, "ივან ჩაის" წარმოების განვითარებას ავალებს.
იდეა კი პუტინს თავად "ივან ჩაის" მწარმოებელმა შესთავაზა ფორუმზე სახელწოდებით, "ძლიერი იდეები ახალი დროისთვის".
პუტინი ამტკიცებს, რომ მცენარეული სასმელი ბევრად ჯანსაღი და სასარგებლოა, ვიდრე კოკა-კოლა.
„რა თქმა უნდა, ის უფრო სასარგებლოა, ვიდრე ნებისმიერი კოკა-კოლა, რომელიც მხოლოდ ქიმია“ – განაცხადა პუტინმა.
შეგახსენებთ, კოკა-კოლამ რუსული ბაზარი უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ დატოვა.