პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა და მას მხარი დაუჭირა.
გადაწყვეტილება კომიტეტმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
კომიტეტის მხრიდან თეონა აქუბარდიას მიერ კანონპროექტის ცალკეული ნორმების თაობაზე შეთავაზებული ალტერნატიული წინადადება უარყოფილი იქნა.
დღევანდელი განხილვისას როგორც საკითხზე მომხსენებლებმა აღნიშნეს, კანონპროექტის მეორე მუხლში გარკვეული ცვლილებები შევიდა. კერძოდ, მეორე მუხლის პირველი პუნქტის ბ, გ და დ ქვეპუნქტში სიტყვა „არაკომერციული“ ჩაემატა.