იტალიის ცნობილ კურორტზე, კუნძულ ისკიაზე ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად, ათზე მეტი ადამიანია დაკარგული. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მაშველებმა იპოვეს ქალის ცხედარი.
26 ნოემბერს, გამთენიისას კუნძულზე დაწყებულმა ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. ჩამოწოლილმა მეწყერმა საცხოვრებელი სახლები მოიყოლა. ტალახისა და წაქცეული ხეების ნიაღვარმა მანქანები წაიღო.
უამინდობის გამო ათობით საცხოვრებელ სახლამდე მაშველები მისვლას ვერ ახერხებენ. შინაგან საქმეთა მინისტრი მატეო პიანტედოსი სიტუაციას ძალიან რთულს უწოდებს.