
იტალიური მედიის ინფორმაციით, მარინელა ბერეტას ცხედარი გარდაცვალებიდან 2 წლის შემდეგ იპოვეს.
როგორც გაირკვა, ქალი ლომბარდიაში, კომოს ტბასთან მდებარე სახლში მარტო ცხოვრობდა და ის სავარძელში იჯდა როცა გარდაიცვალა.
წინასწარი ექსპერტიზით, გაირკვა რომ ქალი 2019 წელს გარდაიცვალა.
70 წლის ქალბატონი მთელი ამ დროის მანძილზე არავის მოუკითხავს და მხოლოდ მას შემდეგ იპოვეს, რაც მეზობლებმა სამაშველო სამსახურში დარეკეს და განაცხადეს, რომ ქარიშხლის შედეგად მისი სახლის ეზოში ხე იყო წაქცეული.
როდესაც მეხანძრე-მაშველები ადგილზე მივიდნენ და იქაურობა შეამოწმეს, მძიმე ფაქტის წინაშე დადგნენ. ქალი მისაღებ ოთახში იმავე მდგომარეობაში იპოვეს, რა მდგომარეობაშიც, ის სავარაუდოდ 2019 წლის მიწურულს გარდაიცვალა.
მიმდინარეობს გამოძიება, რათა დადგინდეს ჰყავს თუ არა ქალს ოჯახის წევრები ან შორეული ნათესავები.