პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში იმ მიზეზებზე საუბრობს, რაც ისრაელში სიტუაციის, დრამატულად შეცვლის მიზეზი გახდა.
გიორგი ფხაკაძე მიიჩნევს, რომ ასეთი დიდი აფეთქების მიზეზი არის ის, რომ პირბადეების ნაადრევად მოხსნა ვერ გათვალეს და არჩევნებმაც იმოქმედა.
“ხალხმრავლობები ნაადრევად დაუშვეს, იქაც არჩევნების ბრალი იყო. უკვე ვიცით, რომ ფაიზერის 2 დოზა 6 თვე გვიცავს და, სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში ის კარგავს ძალას და მე-2 დოზიდან 6 თვის თავზე მე-3 ფაიზერის ე. წ. "ბუსტერი” დოზა არის საჭირო. ისრაელში ახლანდელი კოვიდაფეთქება ძირითადად არის არავაქცინირებულ ადამიანებში.
რას აკეთებს ისრაელის მთავრობა:
პირბადეები არის სავალდებული ყველგან.
თავშეყრის ადგილების შეზღუდვა და დისტანციის რეგულაციის გაძლიერება. ფაიზერის-მე 3 დოზით, “ბუსტერით” უკვე 1 მილიონი ადამიანი აიცრა და ეს ეხება 50 წელს გადაცილებულ პირებს.
ფაიზერის ვაქცინა 12 წლის ასაკიდან არის ისრაელში დაშვებული.
500 ბავშვი 5 დან 11 წლის ასაკამდე უკვე აიცრა ისრაელში, ძირითადად, ვისაც აქვთ მძიმე ქრონიკული დაავადებები.
რა უნდა ქნას საქართველომ: სირაქლემას პიზიციიდან გამოვიდეს … თავი ამოყავით სილიდან.
პრაგმატულად შევხედოთ, თუ რა რესურსები გვაქვს და ამ რესურსების სრული მობილიზაცია უნდა მოხდეს.
ვისწავლოთ ისრაელისგან: ეს ხელუსუფლებას:
სამედიცინო პირბადე 2 წლის ასაკიდან ყველგან, 100%-იანჯ პირბადის გარემო.
აიკრძალოს ყველა, აბსოლუტურად ყველა ხალხმრავალი ღონისძიებები.
მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს ვაქცინაცია და ახლა და არა 6 თვის თავზე ვიზრუნით “ბუსტერზე”, რომ აცრილებში არ მივიღოთ ვირუსის აფეთქება. ისიც უნდა აუხსნათ მოსახლეობას, რომ ზოგიერთ ადამიანს მე-3 დოზაც არ დაიცავს და ამიტომ უნდა გავაგრძელოთ პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა.
კლასტერების კონტროლი გააგრძელეთ, ასე ხელის ჩაქნევა არ შეიძლება, გამოიყენეთ თანამედროვე ტექნოლოგიდბი (ბებო მაროს პასტა/ ფურცელი სირცხვილია დღეს)
”კოვიდ საშვები” დანერგეთ, რაც შეიძლება, მალე. აიღეთ საფრანგეთის/ ევროპული მაგალითი. “- აცხადებს ფხაკაძე.