ისრაელის ჯარებმა საეჭვო საჰაერო სამიზნე ჩამოაგდეს, რომელმაც ლიბანიდან ისრაელის საჰაერო სივრცეში შეაღწია, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ქვეყნის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.
მანამდე, ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში, ლიბანის საზღვართან ახლოს, კერემ ბენ ზიმრასა და ჯიშის დასახლებებში გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისმოდა.