ისრაელმა ღაზას სექტორში „ჰამასის“ ლიდერის სახლი დაბომბა, რის შედეგადაც სულ მცირე 4 პალესტინელი დაიღუპა.
საერთაშორისო მედით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ათობით ადამიანია დაშავებული.
პარალელურად კი, რადიკალურმა დაჯგუფებამ თელ-ავივის მიმართულებით რაკეტები გაუშვა.
ისრაელის მედიის ცნობით, ავიაიერიშის დროს 10-მდე ადამიანი დაშავდა, რომლებიც თავშესაფარში გადასვლას ცდილობდნენ.