ისრაელის მთავრობამ საქართველო „წითელი" ქვეყნების ჯგუფიდან „ნარინჯისფერ" ქვეყნებში გადაიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ისრაელის საელჩო ავრცელებს. როგორც საელჩოში განმარტავენ, ისრაელელ ტურისტებს კვლავ შეეძლიათ საქართველოში სტუმრობა, ხოლო დაბრუნებისას ისინი დაექვემდებარებიან თვითიზოლაციას (ან კარანტინს).
„მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ გუშინ ისრაელის მთავრობამ საქართველო „წითელი" ქვეყნების ჯგუფიდან „ნარინჯისფერ" ქვეყნებში გადაიყვანა. რაც იმას ნიშნავს, რომ ისრაელელ ტურისტებს კვლავ შეუძლიათ ამ ულამაზეს ქვეყანაში სტუმრობა, ხოლო დაბრუნებისას ისინი დაექვემდებარებიან თვითიზოლაციას (ან კარანტინს). აღნიშნული გადაწყვეტილება, საქართველოს ახალ კატეგორიაში გადაყვანის თაობაზე, ძალაში შედის 1 სექტემბრიდან“, - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.