ისლანდიის ხელისუფლებამ ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული ყველა შეზღუდვა გააუქმა.
ისლანდია პირველი ქვეყანა გახდა ევროპაში, რომელმაც შეზღუდვები სრულად მოხსნა. ქვეყნის მთავრობის განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი, ქვეყანაში წარმატებული ვაქცინაცია გახდა.
ისლანდიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით მოსახლეობის 87% აცრილია.