ირანის ქალაქ ყუმში ძლიერი აფეთქება მოხდა. უცხოური მედიის ცნობით, აფეთქდა ქიმიური ქარხანა.
საერთაშორისო მედიით გავრცელებულ კადრებში, ჩანს დიდი შავი კვამლის ღრუბელი, ცეცხლი დიდ ფართობზეა გავრცელებული.
აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე რამდენიმე ათეული სახანძრო ბრიგადა მუშაობს. მოხდა ქარხნის ნაწილის ევაკუაციაც. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულთა შესახებაც.