თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე არავითარი ფორმით არ იქნება დამოკიდებული რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხი - რომც ავიღოთ „ლელოსავით“ 3 % მაინც არ დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა, მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ამ არჩევნებზე 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს გაიმეორებს.
„მეორე ტური იქნება თუ არა ამას საზოგადოება გადაწყვეტს, ჯერ თვითმმართველობის არჩევნებამდე 2 თვეა დარჩენილი და შესაბამისად, დრო ძალიან ბევრია, აქედან გამომდინარე დღეს რაიმე პროგნოზის გაკეთება მეორე ტურთან დაკავშირებით, არასწორი იქნება, თუმცა ვართ დარწმუნებულები რომ პრინციპულად მოვახერხებთ იმ შედეგის გამეორებას, რაც 2017 წელის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გვქონდა. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე არავითარი ფორმით არ იქნება დამოკიდებული რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხის გადაწყვეტა. ანუ ადგილობრივი თვითთმმართველობის შედეგებს. არ ექნება არავითარი მნიშვნელობა, რომც ავიღოთ „ლელოსავით“ 3 % მაინც არ დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, 93% რომ ავიღოთ, მაინც არ დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები“, - განაცხადა კობახიძემ.