ერთობლივი ძალისხმევით ვაშენებთ იმ სტანდარტის სტადიონებს, რომლებზეც ახალი ჩემპიონები და კიდევ უფრო მეტი მოყვარული, თუ პროფესიონალი სპორტსმენები გაიზრდებიან , - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქრსელაძემ ქალაქ მარნეულში ახალი საფეხბურთო სტადიონის გახსნისას განაცხადა.
მინისტრმა ახალი, უეფას კატეგორიის სტადიონის გახსნა ადგილობრივებს, ახალგაზრდა სპორტსმენებს და სპორტის მოყვარულებს მიულოცა. მან, ასევე მადლობა გადაუხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის გუნდს, ფეხბურთის ფედერაციას, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, კონტრაქტორ და საზედამხედველო ორგანიზაციებს.
,,2023 წელს ღირსეულად ვუმასპინძლეთ უეფას 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს. 11 სტადიონის მშენებლობა და რეაბილიტაცია განხორციელდა სწორედ დაგროვილი გამოცდილების შედეგად. უეფას კატეგორიის სტადიონი უკვე მარნეულშიც გავხსენით. გარდა ამისა მნიშვნელოვანია, სპორტის მიმართულებით სამინისტროს პროექტები, რომლებიც ხორციელდება: ზუგდიდში, ახალციხეში , წნორში , ბოლნისში, არხილოსკალოში და მრავალ სხვა მდებარეობაში. ჩვენ ვანვავითარებთ სპორტულ ინფრასტრუქტურას. ქუთაისს უკვე აქვს ოლიმპიური საცურაო აუზი და რუსთავს ასევე აქვს მრავალფუნქციური, სპორტკომპლექსი და რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით კვლავ მუშაობას და განვითარებას“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.