დღეის მდგომარეობით, ქვეყნის 100-ზე მეტ ლოკაციაზე მიმდინარეობს 3 მილიარდამდე ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა განხორციელების შემდგომ დამატებით 300 ათასზე მეტ ბენეფიციარს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება და ისარგებლებს 24 საათიანი წყალმომარაგებით“,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა.
როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტი წყალმომარაგება-წყალარინების სისტემის გაუმჯობესება და მოსახლეობისთვის უწყვეტი წყალმომარაგებაა. მინისტრობის კანდიდატის თქმით, ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადადგმულია და აქტიურად გაგრძელდება მუშაობა, რომელიც 2025 წლის ბოლოსთვის ყველა ქალაქის, 24-საათიან წყალმომარაგებას უზრუნველყოფს, ხოლო სოფლების წყალმომარაგების მიზნით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ეტაპობრივად, ჯამურად, 300,000 ბენეფიციარისთვის 24-საათიან წყალმომარაგება იქნება უზრუნველყოფილი.
„მნიშვნელოვანია ის ძალისხმევა რაც წყალარინებისა და გამწმენდი ნაგებობების მშენებლობის მიმართულებით ხორციელდება, არსებულ 6 გამწმენდს, სამსაფეხურიან ბიოლოგიურ გამწმენდ ნაგებობას, დაემატება 11 ახალი გამწმენდი ნაგებობა.ეს არის უწყვეტი პროცესი, რომელიც მიმართულია მოსახლეობის წყალმომარაგების პროცესის უზრუნველყოფისთვის“,- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
ინფორმაციისთვის, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ქარსელაძეს მოუსმინეს.
პრესრელიზს სამინისტრო ავრცელებს.