საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად უზბეკეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა.
ინფორმაციას ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური ორმხრივ მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.