ინფიცირების დინამიკა კვლავ მზარდია მსოფლიოში, თუმცა სახელმწიფოები რეგულაციებს ამსუბუქებენ. დიდ ბრიტანეთში საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. გაუქმდა დისტანციურად მუშაობის რეჟიმიც.
კოვიდ-შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღეს, ირლანდიაშიც სადაც მაჩვენებლები რეკორდულია. იანვრიდან ბარებსა და რესტორნებს სტუმრებისთვის კოვიდ-სერტიფიკატის მოთხოვნის ვალდებულება აღარ ექნებათ. გაუქმდა შეკრებაზე დაწესებული შეზღუდვებიც.
ინფიცირების რეკორდული სტატისტიკის მიუხედავად დანიის მთვარობამ რეგულაციების თითქმის სრულად გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.
რეგულაციები მსუბუქდება ნიდერლანდებში, ბელგიასა და ესპანეთშიც. ესპანეთი COVID-19-ის "ჩვეულებრივ გრიპად" გამოცხადებასაც გეგმავს.
წყარო: რუსთავი 2