global distribution
ავერსი გარე ავეჯი

ინგოროყვას ქუჩაზე სპეციალური დანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის მანქანა გამოიყვანეს.

წყლის ჭავლის მანქანა სპეციალური დანიშნულების რაზმის უკან არის განთავსებული.

ადგილზე საპოლიციო ძალები მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა და ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს პარლამენტის შენობისკენ გადანაცვლებისკენ მოუწოდეს.

ამ დროისთვის მოქალაქეებმა დატოვეს თავისუფლების მოედანი და პარლამენტისკენ მიემართებიან.

149