როგორც დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორიმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ქვეყანაში ამჟამად თითქმის სრულად “ბრიტანული შტამი” ცირკულირებს. ამის შსახებ გამყრელიძემ საიფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს განუცხადა.
“ამჟამად ჩვენთან 90 %-ი “ბრიტანული შტამი” ცირკულირებს, შეიძლება ითქვას , რომ თითქმის სრულად “ბრიტანული შტამია.” რაც შეეხება "ინდურ შტამს" ამ ეტაპზე ინდური შტამი საქართველოში ჯერ არ დაფიქსირებულა”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ამ დროისთვის ქვეყანა მესამე ტალღის ე.წ პიკურ პერიოდში იმყოფება და როდიდან დაიწყება ინფიცირების მაჩვენებლის კლება, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დაიცავს საზოგადოება რეგულაციებს და რეკომენდაციებს განსაკუთრებით დღესასწაულის პერიოდში .