თუ იაფ სტამბოლი
ავერსი საქკაბელი
ინდოეთის მდინარე განგიში, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ასობით გვამი წყალში, ან ნაპირებთან ქვიშაში ჩაფლული იპოვეს.
 
BBC -ი წერს, რომ მდინარემ თავდაპირველად 70-მდე გვამი 10 მაისს უტარ პრადეშის შტატის სოფელ ჩაუსაში გამორიყა. ამის შემდეგ კი გვამები გამოჩნდა გაჰმარში, კანაუჯიში, კანპურში, უნაოსა და სხვა ადგილებში.
 
მდინარის სანაპიროს გასწვრივ მდებარე სოფლებსა და ქალაქებში მცხოვრებლები შიშობენ, რომ გარდაცვლილები კოვიდინფიცირებულები არიან.
 
გვამების ნაწილი სამართალდამცავებს წყლიდან ამოჰყავთ და კრემაციას უტარებენ, ან მარხავენ.
 
ინდოეთი კორონავირუსის მეორე ტალღას რამდენიმე კვირაა ებრძვის. ქვეყანაში, პანდემიის დაწყების დროიდან, ინფიცირების 25 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 275 000-ს აჭარბებს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რეალური მაჩვენებელი ოფიციალურ სტატისტიკასთან შედარებით გაცილებით მაღალია.
1273